ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალბერტ არაქელოვი გაამართლა. სამოქალაქო აქტივისტის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიღო.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ადვოკატმა მტკიცებულების სახით ვიდეო მასალა წარმოადგინა, სადაც, მათი თქმით, გარკვევით ჩანდა, რომ არაქელოვი ზებრაზე გადასვლისას პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა.
მოსამართლის განმარტებით, სახეზე სამართალდარღვევის ფორმა, პოლიციელზე დაუმორჩილებლობა არ გამოიკვეთა, რისი გათვალისწინებითაც ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.