ნანა მალაშხია 29 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ნანა მალაშხია 29 ნოემბერს, სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

”ველოდი, ცოტა დააგვიანეს
სასამართლოში დამიბარეს, ის, რაც მოვინიშნე:
174 პრიმა მუხლი მე-4 ნაწილი;
მოსამართლე – ლელა მილდერბერგერი;
სხდომა – 29 ნოემბერს 15.00 საათზე;
დარბაზი – 30
17 ნოემბრის ფაქტი, ბლოკირება – ჭავჭავაძისა გამზირისა და ვარაზის ხევის კვეთა.”- წერს მალაშხია სოციალურ ქსელში.