ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის, ნანგრევებიდან ამოყვანილი 2 წლამდე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმურება.
ბათუმის მერობის კანდიდატი ენმ-დან გიორგი კირთაძე ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 20-მდე ადამიანია მოყოლილი.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.