ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი, ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც კლინიკის დირექტორმა თამარ მხატვარმა განაცხადა, ქალს საავადმყოფოში შეყვანის დროს დაეწყო ძლიერი სისხლდენა და გულის გაჩერება დაუფიქსირდა, თუმცა ექიმებმა მისი ფუნქციონირების აღდგენა შეძლეს.
დაშავებული ქალი ნანგრევებში 8 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. როგორც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.