ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას ამის შესახებ, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.
“ვაიმე ხალხოოო
თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
სასამართლო პროცესებზე გარედან ივლის.
ანუუუ!!! ქოცებო გამოიღეთ!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ბათუმის აქციების დროს დაკავებული თემურ ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.