ნარკორეალიზაციაში ბრალდებულის ახლობელი ჩვენს ოპერატორს მანქანით დაეჯახა – TV პირველი

“ტელეკომპანია პირველის” განცხადებით, ფონიჭალაში სპეცოპერაციის გაშუქებისას ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულის ახლობელმა მათ ოპერატორის მანქანა განზრახ დააჯახა.

ტელევიზიის ცნობით, ფეხის არეში დაშავდა ოპერატორი ლევან ბრეგვაძე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს, მათ შორის, 18 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.