8 ივნისს მე და ჩემმა მეგობრებმა უარი ვთქვით ნარკოტესტირებაზე, პოლიციასთან ერთად წასვლაზე და არც ოთხსაათიანი ვადა გამოვიყენეთ დამოუკიდებელი ტესტირებისთვის. ამ ფორმით ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ მავნე და ღირსების შემლახავი პრაქტიკის დაბრუნების წინააღმდეგ.
დღეს სასამართლომ ამ საქმეზე დამაჯარიმა 1000 ლარით, 3 წლით ჩამომართვა მართვის მოწმობა და 5 წლით ამიკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა. ბრძოლა გრძელდება!
წერს ამის შესახებ, ლელო – ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოთო ფარულავა.