ახალი კორონავირუსის პანდემიის წინა ხაზზე ასობით ექიმი დაინფიცირდა და ათობით დაიღუპა. სწორედ ამიტომ ნასამ შექმნა აპარატი სახელად „ამბუსტატ“ რომლსაც შეუძლია ვირუსისგან გაწმინდოს ერთი ოთახი ან შენობა.
ახალი ხელსაწყო თეთრ სახლში ნასას წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარუდგინეს.
„ასეთი ტიპის ტექნოლოგიას ჩვენ ვიყენებთ კოსმოსური ხომალდების სტერილიზაციისთვის. როცა დავინახეთ, რა ხდებოდა მსოფლიოში ვიფიქრეთ როგორ შეიძლება ეს ხელსაწყო გამოგვეყენებინა არა ხომალდზე არამედ ოთახში. დავიწყეთ მუშაობდა და შევქმენით აპარატი „ამბუსტატი“ რომელიც წარმოქმნის ერთგვარ ნისლს და ოთახში ყველა ზედაპირს ადეზინფიცირებს,“- განაცხადა ნასას ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა.
ნასას ინოვაციური ხელსაწყოს გამოყენებით საავადმყოფოებში ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურამდე იქნება შემცირებული რაც ექიმებს მისცემს საშუალებას იმუშაონ უსაფრთხოდ და დაიცავს შენობაში მყოფ პაციენტებსაც.
როგორც ნასაში ამბობენ, ხელსაწყო იყენებს ატომურ ჟანგბადს და მას ჟანგავს რაც ვირუსს სრულად ანადგურებს და გარემოს უსაფრთხოს ხდის.
ნასამ თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ახალი სასუნთქი აპარატიც წარუდგინა. როგორც სპეციალისტებმა განაცხადეს, აპარატი სრულად არის მორგებული კოვიდ19-ით დაავადებული ადამიანების საჭიროებებს.
წყარო: ამერიკის ხმა