კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა 7 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
- ვაკის მაჟორიტარული ოლქი — ჟურნალისტი და პედაგოგი ხათუნა საგინაშვილი;
- ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი — პედაგოგი თეა ერგემლიძე;
- ბათუმის მაჟორიტარული ოლქი — სამართალმცოდნე, იურისტი ნატალია ძიძიგური;
- სამტრედია, ხონი, ვანი, წყალტუბოს ოლქი — კობა ძიძიგური;
- ფოთი, ხობი, სენაკის მაჟორიტარული ოლქი — ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კონსერვატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, მერის ყოფილი მოადგილე თემურ წურწუმია;
- გლდანის მაჟორიტარული ოლქი — კონსერვატიული პარტიის წევრი და იურისტი გია ბენიძე;
- ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი — ახალგაზრდა კონსერვატორების წევრი, გიორგი მორგოშია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.