ნატომ პარტნიორ ქვეყნებს განგაშის სიგნალი გაუგზავნა–რუსული წყალქვეშა ნავი “აპოკალიფსის იარაღით“ ბაზიდან გავიდა

სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებები წერენ, რომ ნატომ განგაში გამოაცხადა და მის პარტნიორ ქვეყნებს  გაფრთხილება გაუგზავნა იმის შესახებ, რომ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის კარის ზღვაში რუსული ატომური წყალქვეშა ნავი “K-329–ბელგოროდი”  ბაზაზე აღარ იმყოფება. ამ ნავის შეიარაღებაშია “პოსეიდონის” რაკეტები, რომლებიც  შექმნილია დიდი ზღვისპირა ქალაქების გასანადგურებლად “ატომური ცუნამით” – ოკეანეში მძლავრი ბირთვული აფეთქებით გამოწვეული დამანგრეველი ტალღით. მას “აპოკალიფსის იარაღსაც“ უწოდებენ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა This Sunday Republic წერს.

ახალი წყალქვეშა ნავი წყალში ივლისში ჩაუშვეს და აქამდე არქტიკულ წყლებში დაცურავდა. გაჩნდა ეჭვები, რომ მას შესაძლოა კავშირი ქონდა გაზსადენ Nord Stream–ზე მომხდარ საბოტაჟთანაც.

ნატო შიშობს რომ რუსები ახლა შეიძლება აპირებდნენ სუპერტორპედო “პოსეიდონის“ გამოცდას, რომელსაც წყლის ქვეშ 10 ათასი კილომეტრის დაძლევა, შემდეგ კი სანაპიროსთან დეტონირება და რადიოაქტიური ცუნამის გამოწვევა შეუძლია.

ბირთვული ტორპედოები რუსეთმა 2018 წელს წარმოადგინა, როგორც რუსეთის სამხედრო უპირატესობის უზრუნველყოფის საშუალება. თუმცა, ბირთვული იარაღის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანალოგიური ეფექტის მიღწევა ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნილი კონტინენტთაშორისი რაკეტების საშუალებითაც შეიძლება.

ახლა დაზვერვის სამსახურები იმის დადგენას ცდილობენ, საით გადაადგილდა რუსული წყალქვეშა ხომალდი.

აშშ–მ თანამგზავრული ქსელები გაააქტიურა ტორპედოების აღმოსაჩენად, რომლებიც  სითბოს დიდ რაოდენობას მოიხმარენ, რომლებსაც ქობინები მათი აქტივაციისას გამოყოფენ. თუმცა ჯერჯერობით მათი აღმოჩენა წყალში ვერ მოხერხდა.

“ბელგოროდი“ 184 მეტრის სიგრძის და 15 მეტრის სიგანის წყალქვეშა ნავია და მას შეუძლია წყყალქვეშ 60 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს. წყალქვეშა ნავს შეუძლია წყალში 120 დღე ზედაპირზე ამოსვლის გარეშე გაატაროს.

წყალქვეშა ნავზე არსებულ Poseidon SupertorpedoA 24 მეტრიან ჭურვს შეუძლია 2 მეგატონიანი ბირთვული ქობინი დაიტიოს.“ეს არის იარაღის სრულიად ახალი ტიპი, რომელიც დასავლურ სამხედრო–საზღვაო ძალებს აიძულებს საკუთარი გეგმები შეცვალონ და წინააღმდეგობის ახალი ზომები შეიმუშაონ“–ამბობს ექსპერტი სატონი (HI Sutton) Republic-თან საუბრისას.

“პოსეიდონი” შექმნილია დიდი ზღვისპირა ქალაქების გასანადგურებლად “ატომური ცუნამით” – ოკეანეში მძლავრი ბირთვული აფეთქებით გამოწვეული დამანგრეველი ტალღით. რეალურად, ამ ტორპედოს გამოცდა არასდროს ჩატარებულა – არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ასეთი საგამოცდო მისიითაა ახლა “ბელგოროდი” ბაზიდან გასული. ექსპერტები შიშობენ, რომ ტორპედოს წყალქვეშ აფეთქების შედეგად შესაძლოა სანაპირო ქალაქებს რადიოაქტიური ცუნამის 100 მეტრიანი ტალღები მიაწყდეს.

წყალქვეშა ნავის მმართველობა უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება და არა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტს. ამიტომაც, “ბელგოროდი“ უფრო წყალქვეშა დაზღვერვას გავს, ვიდრე ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავს.

რუსული წყალქვეშა ნავების მობილიზაცია 21 სექტემბერს პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოხდა. ამ გამოსვლისას პუტინი დასავლეთს კიდევ ერთხელ დაემუქრა და თქვა, რომ მისი განცხადებები ბლეფი არ არის, როცა ის ამბობს, რომ მისი ქვეყანა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს საკუთარი  ტერიტორიების დასაცავად.