ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების პროვოცირების მცდელობაა – რუსეთის წარმომადგენელი გაეროში

პოლონეთში მომხდარი ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების პროვოცირების მცდელობაა – განაცხადა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი პოლიანსკიმ და  უარყო მონაწილეობა პოლონეთში მომხდარ აფეთქებაში.

“ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არავითარი კავშირი არ ჰქონდა პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრილ რაკეტებთან. პოლონეთში მომხდარი ინციდენტი არის ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების პროვოცირების მცდელობა“,- დაწერა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ Telegram-ზე.