ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გამარჯვებები დაასახელა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში

რუსეთის წინააღმდეგ  უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, ფრონტის ხაზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაგრამ უკრაინულმა მხარემ შეძლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განდევნა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

ამ მიღწევის წყალობით შესაძლებელი გახდა ღია საზღვაო სავაჭრო გზების შენარჩუნება, რომლითაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვით გადის, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ARD-სთან ინტერვიუში.

“… ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფრონტის ხაზი ძირითადად უცვლელი დარჩა. მაგრამ უკრაინამ, ფრთოსანი რაკეტების დახმარებით, მოახერხა რუსებისთვის დიდი ზიანის მიყენება ფრონტის ხაზის სიღრმეში. მათ მოახერხეს რუსული თვითმფრინავების და ვერტმფრენების განადგურება. მათ შეძლეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განდევნა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ეს ნიშნავს, რომ ახლა შეგვიძლია საზღვაო სავაჭრო გზების გახსნა…“ – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი “მნიშვნელოვანი გამარჯვებაა”. მისი თქმით, ახლა “მიდის ომი, რომლის დროსაც “ეფექტურობა და კარგი ლოგისტიკა იმარჯვებს”.

„…ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც ცუდ, ასევე კარგ დროს… წარმოების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია“, – დასძინა მან.