ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგს მიაღწევს, მოგესალმებით ბატონო პუტინ – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რითიც, ფინეთის პრეზიდენტისა და პუტინის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
”რუსეთით საბოლოოდ დაიღალა მსოფლიო, აღარავის აინტერესებს მოსკოვის მუქარა. ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგს მიაღწევს. ნატოს საზღვრები სანკტ-პეტერბურგის გარეუბნებს მიაღწევს. მოგესალმებით ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ” – წერს პოდოლიაკი.
პოდოლიაკის შეფასებით, სწორედ ასე შეიძლება ითარგმნოს დიპლომატიურიდან ჩვეულებრივ ენაზე ფინეთის პრეზიდენტის პასუხი – „მოგესალმებით ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ” წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.
Росія остаточно набридла всьому світу, погрози Москви більше нікого не цікавлять. Кордони НАТО дійдуть до передмістя Санкт-Петербурга — так можна перекласти розмову @niinisto з російським президентом з дипломатичної мови на просту. Ласкаво просимо до нової реальності, пане Путін.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) May 14, 2022