“ვემხრობით საქართველო-უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს” – პატრიოტთა ალიანსმა და სხვა პრორუსულმა პარტიებმა და ჯგუფებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს. წერილში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები, ემხრობიან საქართველოსა და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს და სურთ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა.
“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ სინანულით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უთმობს ტერიტორიას ნატოს სამხედრო წვრთნებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა. ჩვენ ასევე სინანულით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ცრუ გამოკითხვებით ხატავენ სურათს, თითქოს ქვეყნის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვა 2020 წელს “პატრიოტთა ალიანსმა” ჩაატარა, რომელმაც 1,2 მილიონი ადამიანი გამოჰკითხა, 900 ათასთან კი აუდიო ინტერვიუ ჩაწერა. ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა: მოსახლეობის 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მომხრეა, 75,8 % კი რუსეთთან დიალოგის დაწყებას ემხრობა”, – წერია წერილში, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.
პრორუსული პარტიები ასევე ხაზს უსვამენ, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონულ და, მით უმეტეს, ვერც გლობალურ გამოწვევებს.
“ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ, გვსურს შევხვდეთ სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასა და ფედერაციის საბჭოს, რათა შევიტანოთ მცირე, მაგრამ განხორციელებული წვლილი რეგიონული უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში”. – წერია ღია წერილში.
”ვფიქრობ, გასული ორი კვირა ძალზედ დამაფიქრებელია: ჯერ გერმანიის კანცლერი, შემდეგ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრნენ მოსკოვს. უნგრეთის პრემიერმინისტრიც მოსკოვში გახლდათ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსაუბარი შედგა, შემდეგ კი, აშშ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა რუს ხალხს და რამდენიმე საგანგებო განცხადებაც გააკეთა. აღარაფერს ვამბობ ნატოს მოქმედი და ყოფილი გენერალური მდივნების საჯარო მიმართვებზე და სხვადასხვა პოლიტიკოსებისა თუ სამხედროების განცხადებებზე.
დამაფიქრებელია ასევე, რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების განცხადებებიც: რუსეთს კონკრეტული მოთხოვნები აქვს და, ჩემი აზრით, უკან ვეღარ დაიხევს. როგორც ჩანს, არც დასავლეთი აპირებს რაიმეს დათმობას: გერმანიამ აღიარა, რომ უსაფრთხოების არსებული სისტემა ქმედითი არაა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა „რბილად“ ისაუბრეს უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტზე და მეტი არც არაფერი!
პირადად ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ცხადია, რომ მსოფლიო დიდი კონფლიქტის ზღვარზეა და აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე ან აზიასა თუ აფრიკაზე, აქ საუბარია ახალ წესრიგსა და წესებზე!
ჩვენი გუნდისთვის ასევე ცხადია, რომ საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოვლენათა ქარცეცხლში აღმოჩნდება და ვფიქრობ ნათელია, რომ ძალზედ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ ქარცეცხლში უეჭველად გადავრჩეთ!
უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ ყველა სიტყვა აწონ-დაწონოს, რამეთუ არსებულ ვითარებაში ხმამაღალი განცხადებები ნატოს მხარდასაჭერად უბრალოდ უადგილოა.
ალბათ პირველად ცხოვრებაში საჯაროდ მივმართავ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიებს, ორგანიზაციებსა და, რაც მთავარია, მედიას: მოგიწოდებთ მაქსიმალური კორექტულობისკენ, რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას!
სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა,- ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ!
გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვისა და ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ.”- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის გვერდზე, რომელზეც პუტინისადმი დაწერილი წერილი გამოაქვეყნა.
განცხადებას ხელს აწერენ:
დავით თარხან-მოურავი – პატრიოტთა ალიანსი
ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი
გიორგი ლომია – პატრიოტთა ალიანსი
გრიგოლ ჯოჯუა – ქრისტიან დემოკრატები
იოსებ შატბერაშვილი – მემარცხენე ალიანსი
სანდრო ბრეგაძე – ქართული მარში
სალომე მოსიძე – დემოკრატთა ალიანსი
გიორგი ჭინჭარაული – ნაციონალური ერთობა
ირაკლი კობრავა – მონარქისტული პარტია
ავთანდილ ველთაური – სოციალ-დემოკრატიული პარტია
ვალერი კვარაცხელია – ნეიტრალური საქართველო
მიხეილ გიორგობიანი -პოლიტიკური მოძრაობა დემოკრატიული ცენტრი
ვაჟა აბაშიძე – პოლიტიკური მოძრაობა სამეფო გვირგვინი
მამუკა ტუსკაძე – პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის
ნანა გოგოლაძე – ემიგრანტების მსოფლიო ალიანსი
გიორგი გვასალია – პროტესტი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ
ნანა დევდარიანი – პოლიტიკური მოძრაობა არჩევნებისთვის
თამაზ დაუშვილი – სხვადასხვა მოწვევის პარლამენტართა ასოციაცია
მირიან რთველიაშვილი – საქართველოს ერთობა
კარენ ტოპალიანი – მოძრაობა სამართლიანობისთვის
ირაკლი ჩიხრაძე – პოლიტიკური კვლევების საზოგადოება
გიორგი ონიანი – დაცული და ინფორმირებული საზოგადოება
გურამ ნიკოლაიშვილი – გენერლები საქართველოსთვის
მალხაზ თოფურია – ვეტერანთა ლეგიონი
დავით ოქროპირიძე – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის “დიდგორი”
ირაკლი შიხიაშვილი – საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია
ნაურ ჯიქია – იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ორგანიზაცია
ზაირ ჩარკვიანი – ლტოლვილთა მოძრაობა მშვიდობიანი მომავლისათვის
არჩილ ლეკიშვილი – მუსლიმებთა და ქრისტიანთა ძმობა საქართველოსთვის
ნინო კვარაცხელია – ტოლერანტული საქართველო
ურუზმაგ კარკუსოვი – ეროვნულ უმცირესობათა მოძრაობა
ტეტიანა მარტინენკო – საქართველოს უკრაინელები მშვიდობისთვის
ოლგა ტიგიევა – საქართველოში მცხოვრებ ოსთა საერთაშორისო ასოციაცია
კახაბერ კალაშოვი – საქართველოს ქურთული კულტურის ცენტრი
დავით აბაშიძე – ახალგაზრდა პატრიოტები
ანა სახვაძე – ახალგაზრდა ლიდერთა ერთობა
ირაკლი ცხადიაშვილი – ახალი თაობა პოლიტიკაში
ოთარ ჭითანავა – მოძრაობა დიპლომატები მშვიდობისთვის
სახალხო დიპლომატია – ნინო ანდრონიკაშვილი
გიორგი კასრაძე – იუსტიციის ჟურნალისტები
ირაკლი ცილიკიშვილი – ტელერადიო კომპანია ობიექტივი
აკაკი კარტოზია – პროფესორთა ლიგა
იზოლდა ხასია მოზარდთა განვითარების ასოციაცია ბჟალარა
მარინა მოლოდინი – მაღალმთიანეთის განვითარების გაერთიანება
ხვიჩა წკეპლაძე – ანტიმონოპოლიური გაერთიანება~
ჯუმბერ ბოლღაშვილიექიმთა და ფსიქოლოგთა კავშირი
ლიანა დოლბაია – ექიმები პოლტიკის მიღმა
ერეკლე საღლიანი – მწერალთა და პოეტთა კავშირი “დიაოჰი”
ვაჟა ოთარაშვილი – ისტორიული კვლევის ცენტრი
ბუდუ სირბილაძე – მხატვართა და მოქანდაკეთა კავშირი
ოთარ მაღრაძე – შემოქმედებითი ინტელიგენციის უფლებათა დაცვის კავშირი
ნათია გამრეკლიძე – ქართული კულტურის ცენტრი
მამუკა აფციაური – სპორტსმენთა ლიგა
გიორგი კაკაბაძე – საქართველოს პარაკარატეს ეროვნული ფედერაცია
გოჩა კაკაბაძე – კიოკუშინ კარატეს ფედერაცია