ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად აღიარა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ ქვეყნად აღიარა. დელეგატებმარუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვეს.

“ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი საშუალებას მოგვცემს გავასამართლოთ არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც”, – თქვა  საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა.

გარდა ამისა, მიღებული დოკუმენტი შეიცავს შემდეგ გადაწყვეტილებებს უკრაინის შესახებ:

იარაღის მიწოდების გაზრდა;

უკრაინის ნატოში გაწევრიანების გეგმის შემუშავება;

რუსეთისგან უკრაინის სასარგებლოდ რეპარაციების ამოღების მექანიზმის შექმნა.

უკრაინის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციაში გათვალისწინებულია ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერის პრინციპი მანამ, სანამ საჭირო იქნება.