“ნატო მუქარის ენას იყენებს” – რუსეთი ნატო-ს მიერ დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნაზე

“ნატო მუქარის ენას იყენებს” – ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატო-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში, დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის ფაქტს.  აღნიშნული განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ, სააგენტო “ინტერფაქსთან” გააკეთა.

“ვიღაცამ კარგად თქვა ნატოზე: “თუ ჩაქუჩი გიჭირავს ხელში, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა ლურსმანია. ნატო-ს ენა მუქარისა და სამხედრო ზეწოლის ენაა.

ნატო-ს საუკეთესო წვლილი უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციის გაჯანსაღებაში იქნებოდა „პარტნიორისადმი“ მოწოდება, სრულად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მინსკის შეთანხმება და კიევის დახმარებათა პროგრამების ძირფესვიანი გადახედვა, რომელიც მხოლოდ ამყარებს ხელისუფლების დამაჯერებლობას თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების დაუსჯელობაში და წარმოშობს ილუზიებს კონფლიქტის შესაძლო სამხედრო სცენარით გადაწყვეტის შესახებ”, – განაცხადა გრუშკომ.

ცნობისთვის, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის. აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაგზავნის თაობაზე ნატო-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოკავშირეებს ძალები მზადყოფნაში მოჰყავთ, დამატებით ხომალდებს და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნიან დისლოკაციის ადგილებზე.

“ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა.

დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს ფრეგატს აგზავნის და  ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.

ესპანეთი საბრძოლო გემებს, გზავნის რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან.

საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს.