ნატო ნორვეგიაში ფართომაშტაბიან სამხედრო წვრთნას იწყებს

14 მარტს ნატო და მისი პარტნიორები ნორვეგიაში სამხედრო წვრთნას დაიწყებენ. Cold Response-2022 წელს დაგეგმილ ნატოს წვრთნებს შორის უმსხვილესია და მასში  27 ქვეყნის 30 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 200 თვითმფრინავი და 50 ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

მანევრები ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო დაგეგმილი. წვრთნებზე შემუშავდება ალიანსის მიერ სამხედრო დახმარების აღმოჩენის გეგმა ქვეყნისთვის, რომელზეც აგრესია განხორციელდა.

სცენარის მიხედვით ნატოს ჯარები ნორვეგიის ზღვაში, ასევე ქვეყნის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილში იმოქმედებენ.

“სწავლება უკიდურესად მნიშვნველოვანია ნორვეგიის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის. ისინი ტარდება არა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო, მაგრამ ამ ფონზე მომეტებული მნიშვნელობა აქვს.“– განუცხადა სააგენტო ფრანს პრესს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ოდ როჯერ ენოქსენმა.