ნატო-ს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული – პესკოვი

“ნატო-ს აქტივობა რუსეთის საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული” – ამის შესახებ, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პესკოვმა ასევე აღნიშნა რომ ნატო-ს გააქტიურება რუსეთის საზღვრებთან იგნორირებული  არ შეიძლება იყოს რუსი სამხედროების მიერ.

„ასეთი ქმედებები და ნატოს გაზრდილი აქტივობა ჩვენს საზღვრებთან არ შეიძლება იყოს იგნორირებული ჩვენი სამხედროების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

“რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, ჩვენ ვხედავთ თქვენთან ერთად განცხადებებს, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქვეყნებს კონტინგენტის გაზრდისა და ძალებისა და საშუალებების აღმოსავლეთ ფლანგზე კონცენტრირების შესახებ. ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ დაძაბულობა იზრდება“ , – განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.