„დიახ, მე შემიძლია გაგცეთ ძალიან მოკლე პასუხი- დიახ, რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, ვინც ესწრაფვის ალიანსის წევრობას. ეს არის ცხადი პოლიტიკა და ცხადი პოლიტიკაა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და ვფიქრობ, ამას ნახავთ სამიტის დოკუმენტშიც, რომელიც ივნისის ბოლოს გამოვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა ქვეყნებიც არის ევროპაში, რომლებიც პოტენციურად რისკის ქვეშ არიან. ამიტომ ჩვენ გვინდა ჩართულები ვიყოთ ასევე საქართველოში, რომელიც ცალსახად უკვე განიცდის დიდ სირთულეებს რუსეთის მხრიდან. საქართველოში უკვე ბევრი ნატო-ა, თუმცა გვინდა უფრო მეტი ნატო შემოვიტანოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. არის ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის იმპლემენტირებასაც მრავალი წლის განმავლობაში ვახორციელებთ, რომელიც შეიცავს ელემენტებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კიბერუსაფრთხოებას და ბევრი რამე უკვე გაკეთებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც. ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც გვსურს“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.