ძალა ერთობაშიას წევრი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასამალად შესაძლოა სახის ოპერაცია გაიკეთოს.
“ამიტომ ივანიშვილის მცდელობები, როგორიც არ უნდა იყოს… სურვილები აქვს, რაღა თქმა უნდა, რომ დაიმალოს. მე არ გამიკვირდება, ისე ძალიან მოინდომოს გაქრობა, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს, მერე გვაძებნინოს ჩვენ, სად არის ივანიშვილიო. რომ არავის აღარ უნდა ახსოვდეს ივანიშვილი, თუმც მისი არსებობა უნდა იცოდეს რამდენიმე ადამიანმა, რომელზეც გავლენას მოახდენს. ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება“, – ამბობს ნატო ჩხეიძე „მთავარი არხის“ ეთერში.
ცნობისთვის, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. ქართული ოცნების თავმჯდომარე გუშინ, 16 იანვარს ირაკლი კობახიძე გახდა.