”ნაცებს, ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან. უჩა აბაშიძის მორალის ხალხი კასრის სინდრომისგან რომ ვერ გათავისუფლდა, ეს უკვე დიაგნოზია, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებს ამით იწყებენ და სოცქსელებშიც სტატუსს სტატუსზე წერენ.
ანუ, იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომელსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან. მე მაინც მგონია, რომ სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ”.
წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.