“ქოცებს 43%-ის შეეშინდათ. შიში სიმამაცედ რომ გამოჩენილიყო, უბრალოდ ადგნენ, და მოწმენდილ ცაზე დასავლეთს, შარლ მიშელსა და ოპოზიციას სილა გააწნეს, თუმცა, როგორც ფოლკლორული სიბრძნე გვეუბნება, ხალხი ბრძენია და შიშს სათოფეზე ცნობს.

საპასუხოდ ჯერჯერობთ გაურკვევლობაა, ხალხი ფიქრობს თუ რამ გააგიჟა ქოცები, რომლებიც აქამდე ბატონ შარლ მიშელს ეთაყვანებოდნენ.
ქოცებმა იციან, რომ სილის გაწვნის შემდეგ გაბრაზდება როგორც ოპოზიცია, ისე შარლ მიშელი, თუმცა იმედოვნებენ, რომ გაბრაზების შედეგად ოპოზიციაში რეალურ ბრძოლას არავინ დაიწყებს და უბრალოდ გაიქცევიან – ეს არის მათი მიზანიც, ოპოზიციის გაქცევა საპარლამენტო დარბაზიდან, ადგილობრივი არჩევნებიდან და ასე უსასრულოდ.

მათ იციან, რომ როცა ოპოზიცია ბრაზდება და ბოიკოტირებს, თავად იგებენ, ზოგადად მოწინააღმდეგის არ გამოცხადება გაწყობს, როცა საკუთარ უპირატესობაში ეჭვი გეპარება.
ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ეს მორალური უპირატესობა და შეტევას შეტევითვე უპასუხოს. უფრო მეტიც, ახლა ნაცებმა და კამპანიამაც უნდა მოაწერონ ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და ოპოზიცია სრული შემადგენლობით შემოვიდეს საბრძოლველად პარლამენტში.

ამით ოპოზიცია ხდება პროევროპული, შეთანხმების ერთგული და შეუძლია ხელისუფლების ამ ველიდან ჩაჩოჩება. დიდი ალბათობით, ამ პროცესს მედიატორ-ფასილიტატორების მხარდაჭერაც ექნება.

თუ ოპოზიცია ასეთი უპირატესობით მივა შემოდგომამდე და სექტემბერში ყოველ დღე პარლამენტში მოეწყობა 50 კაციანი შტურმი, ყველა კანონის განხილვაზე, ყველა კომიტეტსა თუ კომისიაში ან საპარლამენტო სესიაზე, შეუძლებელია ადამიანებმა ეს არ დააფასონ.

ასე უნდა დაისაჯოს ოცნება და არა გაქცევითა და მათთვის განსაკუთრებული კომფორტის მოწყობით, არჩევნებამდე თუ მას შემდეგ.
მაგრამ ოპოზიციის ამაში დარწმუნება მარტივი ამბავი არ იქნება, მითუმეტეს, თუ ჩვენი შეთქმულების თეორია მართალია და მიშას ბიძინა უხდის ფულს”

წერს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.