მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [მოძრაობის გახსნა]… მე მინდა, “ნაცებს” მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო, თქვენა. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ შესრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც.