7-თვიანი ბოიკოტი დასრულებულია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტშია. ისინი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.
პარტიის ლიდერებმა, ნიკა მელიამ და ხატია დეკანოიძემ შესვლისას კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა დაანონსეს, რომ ისინი ჟურნალისტებთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ნაციონალური მოძრაობის კოალიციაში 32 დეპუტატი ირიცხება, რომლებიც მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.