ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

მან ხმების 52.58 % მიიღო.

დანარჩენი კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტები ასეთია:

ნონა მამულაშვილი – 3.33%;

ნიკა მელია – 40%;

გიორგი მუმლაძე – 3.68%

ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.

განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.