“ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები არიან – ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტარების განცხადებას. ღუდუშაური აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს, არა ქართველი ხალხის არამედ ენმ-ის მეგორები არიან.
“ის ვინც ამდაგვარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან, არ მგონია, რომ მათი რეპუტაცია იყოს დაცული და ეს პირიქით, მათ რეპუტაციას ძალიან აზიანებს. სრულიად ნათელია, რომ ეს ადამიანები არიან ლობისტები ნაციონალური მოძრაობის და მათ ქმედებას, ცალსახად ვამბობ, არანაირი საერთო არ აქვს ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მათი მეგობრობისა, ეს არის მეგობრობა ნაციონალურ მოძრაობასთან, სააკაშვილთან, ახალაიებთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.