”ნაციონალურ მოძრაობაში ვინც დაიღალა ბრძოლით იქნებ სახლში წავიდეს”- ამის შესახებ ტელეწამყვანი და ნანუკა ჟორჟლიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხალხმა ენმ-ს მხარი იმიტომ დაუჭირა რომ ეს მთავრობა შეეცვალათ. ჟორჟოლიანი წერს, რომ პარლამენტში ჯდომით ვერაფერი შეიცვალა მშიერი ადამიანებისთვის ხოლო ვინც დაიღალა პარტიაში ბრძოლით, შეუძლია სახლში წავიდეს.
”კიდევ ერთი და ჩემი ბოლო პოსტია პოლიტიკაზე. მერე მეც პეპლებზე დავიწყებ წერას და ჩემი ეს განწყობა არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მთელ ოპოზიციის ბრალია.
ზოგადად, ეს ნიჰილიზმი რაც ხალხშია, ამჯერად ოპოზიციის მხრებზე კიდია და ესაა მთავარი იარაღი, რითიც ბიძინა იგებს. ხალხს უკვე ყელში აქვს ეს პოლიტიკური მარაზმი.
ნაციონალურ მოძრაობას ხალხმა ხმა მისცა იმიტომ რომ ეს მთავრობა შეეცვალათ. თქვენი თბილ სავარძლებში ჯდომა მაგრად კიდია ხალხს. პარლამენტში ჯდომით ვერასოდეს, ვერაფერი შეცვალეთ მშიერი ადამიანებისთვის.
ხალხი ფიქრობს რომ ნიკა მელიაა ლიდერი. იმიტომ რომ თავი შეწირა და ელისაშვილს არ დაემსგავსა. რეგიონებში ვიყავით გამოკითხვაზე და წადით, კითხეთ რას ფიქრობენ ისინი. ადამიანებს კითხეთ როგორ უნდა მოიქცეთ, შეეშვით პოლიტსაბჭოს, პარტიაში განხილვას, მიშასაც ნუ კითხავთ, ხალხს კითხეთ სოფლებში.
წარმომედგინა რომ ნიკა, ხატია, ელენე, თინა, ახალგაზრდები გაიშლებოდნენ რეგიონებში, მიიბავდნენ ახალგაზრდებს, ზუსტად ისეთ მოდელებს შექმნიდნენ ქვეყნის მასშტაბით, როგორც თბილისში შექმნეს საკუთარ საარჩევნო შტაბებში და დაიწყებოდა ახალი მოძრაობა.
შეხედეთ როგორ გამოიყურებიან პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არიან და იმედია არ გინდათ მათ გავდეთ. მესმის რომ დიპლომატიური კორპუსის ტყვეობაში ხართ, მაგრამ აქეთ თქვენი ამომრჩეველია, რომელსაც დაკარგავთ.
ნაციონალურ მოძრაობაში ვინც დაიღალა ბრძოლით იქნებ სახლში წავიდეს და გზა დაუთმოს სხვებს.
პ.ს. კიდევ კარგი წყალტუბოდან-თბილისში ჩამოვედი და ელენეს მივეცი ხმა. ძალიან ღირსეულად გამოიყურება დღეს .”-წერს ჟორჟოლიანი.