,,ნაციონალურ მოძრაობაში” ვანო მერაბიშვილის გაწევრიანებაზე საუბარი არ ყოფილა – გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანების შესახებ პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

„ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც მას განუცხადებია ამაზე საჯაროდ. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბუნებრივია, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს არის მისი არჩევანი,”- თქვა გოცირიძემ.

გუშინ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განცხადა, რომ შინაგან  ვანო მერაბიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობის” იქნება.