„ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტიულ აფელირებას ან რაიმე ფორმით მიბრუნებას გამოვრიცხავ, – ასე უპასუხმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას.
„ თუ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ნაციონალებთან“ პარტიულ აფილირებას ან რაიმე ფორმით მიბრუნებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოვრიცხავ. ეს თემა არ განიხილება და დახურულია. მე ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, თუმცა მე ვარ ოპოზიციის ფორმატის ნაწილი და მიუხედავად იმისა, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, საერთო ოპოზიციურ ფრონტზე ვრჩები და შემიძლია წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.