ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას მიერ გირაოს არ გადახდა “მდაბიო სპეკულაციაა”, თუმცა მას გადახდა მაინც მოუწევს.
“მე არ მგონია, იმის გამბედაობა ეყოს ნაცმოძრაობის რომელიმე წევრს, რომ ფსევდოგმირობა ჩაიდინოს. ნაცი და გმირი არ გაიშვას, მართლა, რომ იტყვიან, რა… ახლა ეს არის საზოგადოების ემოციებზე გათვლილი ძალიან მდაბიო სპეკულაცია, რასაც ჩვენ ნაცმოძრაობისგან თვალყურს ვადევნებთ.
მე, როგორც ერთი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გადაიხდის გირაოს. ტავად ჩვენზე არანაკლებად კარგად იცის, მთელ მსოფლიოში არის ასეთი წესი და, მათ შორის, საქართველოში, გამონაკლისების გარეშე. აღკვეთის ღონისძიებას როცა არღვევს ადამიანი, ამს უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. გამონაკლისი არის, როდესაც გადახდისუუნარო დოკუმენტებს წარმოადგენს”. – ამბობს მდინარაძე იმედის ეთერში.
ცნობისთვის, 5 თებერვალს ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართევენ შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.
მელია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.