უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილის თქმით, “ნაცკლასტერისთვის” საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და “როგორც ჩანს” არჩევნებზე დასრულდება.
,,ფაქტია, რომ ნაცკლასტერისთვის საგანგებო მდგომარეობა დაიწყო ახლა და როგორც ჩანს არჩევნებზე დასრულდება. რაც შეეხება ინტერპელაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ შინაარსობრივად წარიმართება, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რასაკვირველია ისარგებლებს ამ შემთხვევითაც და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა”,- თქვა იონათამიშვილმა იმედის ეთერში.
დღეს 14:00 საათზე პრემიერი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება.