ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ დროა პროცესი სასწრაფოდ გადავიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ფეისბუქზე ეხმაურება:
“ნაცმოძრაობავ – გაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს.
თქვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სადაა?
და ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს ვაშაძის განცხადებაზე თქვენი ბელადი?
თანმიმდევრულობა თქვენი ძლიერი მხარე არ ყოფილა, რაც თქვენგან ტვინები გავიდა, მას მერე, განსაკუთრებით, მაგრამ ეს ახლა ყველას ეხება და ეგებ განგვიმარტოთ მედიას!
მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდი თუ არა ბოიკოტს, ხელისუფლებაზე ეფექტიანი წნეხისთვის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია თანმიმდევრულობა.
ამასთან – ყველაფერს აქვს თავისი წესი.
როცა ერთსულოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ღირსეული ადამიანი, გასაჯაროვებამდე შიგნით კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად.
ეს ვაბშე რა წესია? სად გაიზარდეთ?“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
გრიგოლ ვაშაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”