კახა ოქრიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ შევიდა, მინი ბანდა შექმნა – მანამდე მას მინი ბანდა არ ჰყავდა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
“ახლა მის გარშემო არის “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ არა ერთი პროვოკაცია ბოლნისსა და დმანისში, რასაც საბოლოო ჯამში, საკადრისი პასუხი აუცილებლად გაეცემა. აქ არის ხელისუფლება და აქ არის სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.