„ნაცმოძრაობის” და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია, ყველა მიმართულებით დამძიმდეს მდგომარეობა, რომ დაანთონ ცეცხლი და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„შეზღუდვების გამკაცრება თუ მისი შემსუბუქება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ ჩვენი ქცევა იქნება იმდაგვარი, რომ მინიმალურ მოთხოვნებს შევასრულებთ, რაც რთული არ არის: მოვიხმართ პირბადეს, დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას, შესაბამის დროს ჩავიტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემსუბუქდება, ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი და ამ დროს საჭირო არ იქნება შეზღუდვები. შეზღუდვებისთვის არ არის საჭირო დაუსაბუთებელი აქციების მოწყობა ქუჩაში, არამედ საჭიროა დავიცვათ ის წესები, რომელსაც ყოველდღიურად გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, მაგრამ ჩვენ მათ ვივიწყებთ“, – განაცხადა ხუნდაძემ