“საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე რომელსაც  ჰქონდა  ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული   პასუხები
ბატონი შოლცისგან  გავიგეთ , რომ  გამჭვირვალობის  კანონპროექტი არანირი “ე.წ რუსული”  არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ  მიმართულებით ევროკავშირშიც   მუშაობენ.
პ.ს: ისე ბრიფინგს  პოლიტიკურად ანგაჟირებული , ნაცმოძრაობის მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის,  კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენდბია სიტყვა ” აგენტი” , მაგრამ ნაცმოძრაობის მეხოტბემ  თარგმანიც გააყალბა” [სტილი დაცულია]

წერს  ამის შესახებ, “ოცნების” დეპუტატი გრეტა წიწავა კობახიძე-შოლცის პრესკონფერენციაზე, სადაც  გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა “რუსულ კანონზე” საუბრისას, განაცხადა, რომ “ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა​​​​​​​”, ამასთანავე მან, კობახიძეს უთხრა: “იმედი გვაქვს რომ ეს კანონი ისევე დაიწევს უკან, როგორც მაშინ. უნდა ვიყოთ ორიენტირებული დემოკრატიულ ღირებულებებზე და ვიცით, რომ თქვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონები”.