ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია ამ სიტუაციაში – გაბუნია კლინიკებში მოხვედრაზე

“ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია, მართალი გითხრათ, ამ შემთხვევაში”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კითხვას, თუ რატომ ხვდებიან კოვიდპაციენტები კლინიკებში ნაცნობობის გზით.

“პაციენტები მიდიან კლინიკებში და ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როცა პაციენტი მოდის და თვლის, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, კარს არავის გამოუკეტავენ, აუცილებლად შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ თუ არის დამძიმებული და ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას. ხშირია, როცა თვითდინებით მისული პაციენტი, მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს ის თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი. ეს არის სურათი. ყველასთან არის თხოვნა, თვითდინებითა და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა”, — განაცხადა გაბუნიამ.