“30 ოქტომბერს ნიკა მელიას, ხატია დეკანოიძის, გიორგი კირთაძის, დავით კირკიტაძის, გიგი უგულავას, გიორგი ბოტკოველის, ანზორ მელიასიც კი და სხვა ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შანსები გადის არანაცური ოპოზიციური ნახევრის დარწმუნებაზე, რომ მრავალფეროვნება, პლურალიზმი, კოალიცია, ურთიერთმიმტევებლება, კომპრომისი… მოკლედ ევროპული მომავალია ანი და ჰოე სამომავლოდ… და არ გადის ახლო წარსულის ავტორიტარული მოდერნიზაციის გაიდეალებაზე… მით უმეტეს, 7 ნოემბრიდან მოყოლებულ რეპრესიულ მმართველობაზე.
ნაცხელისუფლების წარსულის ქება-დიდება ახლანდელ საარჩევნო კამპანიაში არის მარცხის ფორმულა!კანდიდატებმა ეს იციან ზუსტად და ადეკვატურადაც იქცევიან!
საკუთარ დახურულ ჯგუფებში აგულიანეთ ერთმანეთი, თუ მაინცდამაინც. ეს ორი კვირა ნუ ილანძღებით, ვინც ილანძღებით.
რეებს უწერთ იაგო კაჭკაჭიშვილს, ბექა კობახიძეს და ბევრ სხვა უაღრესად კვალიფიციურ და თქვენზე წესიერ ადამიანს, ვინც არამიშისტური მოტივებით და არგუმენტებით 30- ში ხუთიანის შემოხაზვისკენ მოუწოდებს ანტიმიშისტებს?
თუ არა აქვს ამ ხალხს საფუძველი, რეპრესიული მმართველობა ახსოვდეს და არ მოწონდეს? ყველამ საკუთარი შევარდნაძული და ასლანური წარსულიც გაიხსენეთ დამატებით, ვინც თავი მორალურ პიედესტალზე წარმოიდგინეთ და ვისაც გაქვთ ასეთი წარსული. ძალიან ბევრს გაქვთ!…ძლივს მოვინელე თავის დროზე მიშას და სხვა ახლანდელი ნაცის 6 წლით ჩარჩენა შევარდნაძის ამალაში, ასლანისტებმაც კი შეგვახსენეს ამ ბოლო დროს თავი ფსევდოპიედესტალიდან.
რაც შეიძლება “ნაკლები მიშაა” ჩვენი – არანაცური პოლიტიკური ჯგუფების და ამომრჩევლების მოტივი, რომ ასობით ათასმა ჩვენგანმა შემოხაზოს 30 ოქტომბერს ხუთიანი.
გვაცალეთ…ეს ორი კვირა მაინც!.
P.S. პირადად მისხალი ინტერესი არა მაქვს რაიმე თანამდებობის. ზოგს ეს განმარტებაც სჭირდება, ვიცი”
წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე.