ნაძალადევის გამგეობა 114 000 ლარს ხარჯავს რუსულ “ტურნიკებში” და “ორძელში” – ცოტნე კობერიძე

“გირჩი მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი წევრი, ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ ნაძალადევის გამგეობა, ქუჩის რუსულ ტრენაჟორებში 114 ათას ლარს ხარჯავს.

“ნაძალადევის გამგეობა 114 ათას ლარს ხარჯავს რუსულ “ტურნიკებში” და “ორძელში” ( ქუჩის ტრენაჟორი) ჯერ 114 ათასი თუ ჯდება ეს მაიმუნობა ვითომ ტრენაჟორები რა მეგონა, პლიუს ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული მაინც და მაინც რუსულ ტრენაჟორში რატომ უნდა დაიხარჯოს. კერძო პირმა სადაური პროდუქტიც უნდა იყიდოს მაგრამ გამგეობამ ჩვენი ფულით?”- წერს ცოტნე კობერიძე.