პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი თვლის, რომ ხერსონში წუხანდელი მაშტაბური სროლების მიზეზი ოკუპანტებს შორის გარჩევებია.
“მაშტაბური სროლა ხერსონის ცენტრში კიდევ ერთი გამოვლინებაა კადროველებს, ვაგნერელებს, კრიმინალებს, რუს სამხედროებს და “ფეესბეს“ შორის დაპირისპირებისა.“ყოფითი კონფლიქტების“ რაოდენობა იზრდება. მხარეები აგრესიულად იყოფენ ნაძარცვს გაქცევის წინ უკრაინის შეიარაღებეული ძალების მიახლოების ფონზე“–დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს საღამოს რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ხერსონის ქუჩებში ცეცხლი გახსნეს. იმ დროისთვის ხერსონის ოლქში საჰაერო განგაში არ ყოფილა. რუსებმა განაცხადეს, თითქოს კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებდნენ უკრაინული სადესანტო სადაზვერვო ჯგუფის გამოავლენად. უკრაინი სამხედრო მეთაურობა “სამხრეთის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განმარტა, რომ სროლა დივერსიული ღონისძიებების ნაწილია, რომელსაც რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებენ 17–20 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის.