ნაწყენი ვარ, რადგან მოგზაურობა მინდა – პესკოვის სანქცირებული შვილი

პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი, ელიზავეტა პესკოვა ნაწყენია მისთვის დაწესებული სანქციების გამო, რადგან მოგზაურობა აღარ შეუძლია. ამის შესახებ მან Business Insider-თან ისაუბრა.

“მე ნაწყენი ვარ, რადგან ვისურვებდი მოგზაურობას, მიყვარს განხვავებული კულტურები”, – ამბობს პესკოვა.

პესკოვის შვილის აზრით, მისთვის დაწესებული სანქციები უსამართლოა.

„ეს მე აბსოლუტურად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მეჩვენება. მე ნამდვილად გამიკვირდა, რადგან უცნაურია სანქციების დაწესება იმ ადამიანზე, ვინც 24 წლისაა და სიტუაციასთან არანაირი კავშირი აქვს“ – აცხადებს ის.

ლიზა პესკოვას თქმით, სხვა რუსებისგან განსხვავებით სანქციები მის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

მისივე მტკიცეით, მშვიდობის მომხრეა არამხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში, თუმცა არ ისაუბრებს არსებულ ვითარებაზე – “მე მხოლოდ სანქციებზე შემიძლია ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც ახლა ვგრძნობ და ვფიქრობ სანქციებზე“,– აცხადებს პესკოვის შვილო.

ცნობისთვის, აშშ-მ დიმიტრი პესკოვსა და მის ოჯახს სანქციების 11 მარტს დაუწესა.