ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები დაუშვებლად გამოაცხადოს კორონავირუსის ახალი შტამის გამო. ჯანმოს განცხადებით ახალი შტამი იგივე გზით გადადის, როგორც თავდაპირველი ვარიანტი. ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები კი ისევე იცავს ადამიანებს, როგორც სამედიცინო.
ჯანმოს იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთბინა მას შემდეგ, რაც ავსტრიის და გერმანიის ხელისუფლებებმა მოქალაქეები დაავალდებულეს ტრანსპორტში და მაღაზიებში მხოლოდ ქირურგიული ნიღბები ან რესპირატორები (FFP2 ტიპის) ატარონ.
ამასთან, ერთ–ერთმა წამყვანმა გერმანელმა ვირუსოლოგმა, კრისტიან დროსტენმა ჟურნალ შპიგელთა ინტერვიუში გააქარწყლა იმედები იმის შესახებ, რომ გაზაფხულის დადგომასთან და თბილ ამინდთან ერთად ვირუსი უკან დაიხევს.
მისი თქმით,არასწორია თბილი სეზონი შარშანდელ წელს შევადაროთ, რადგან 2020 წლის გაზაფხულზე დაავადებულთა რაოდენობა გავრცელების კრიტიკულ ზღვარს დაბლა იყო.
“თუმცა ახლა სიტუაცია განსხვავებულია. ვშიშობ, რომ შეიძლება ესპანეთის სიტუაცია განვითარდეს, როცა როგოროც კი კარანტნი შესუსტდა, ციფრები მკვეთრად ზევით წავიდა, მიუხედავად ცხელი ამინდისა. სამხრეთ აფრიკაში ახლა ზაფხულია, თუმცა ამის მიუხედავად დაავადება მაღალ ნიშნულზეა“– ამბობს დროსტენი.
“როგორც კი მოხუცები და ისინი, ვინც რისკის ჯგუფში არიან ვაქცინას მიიღებენ, გაჩნდება კოლოსალური ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და შესაძლოა სამართლებრივი ზეწოლაც კი ანტიკორონავირუსული ზომების წინააღმდეგ. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდება ძალიან მოკლედ როში. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია. ჩვენ გეყოლება არა 20–30 ათასი , არამედ 100 0000 ახალი დაინფიცირებული დღეში მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში“– ამბობს პროფესორი დროსტენი და ხაზს უსვამს, რომ ეს დიდწილად არა მოხუცები, არამედ ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები იქნებიან, თუმცა ისინიც ისევე მოხვდებიან საავადმყოფოებში და გადაავსებენ რეანიმაციულ განყოფილებებს.