საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხება. მათ შორის პოლიტიკოსების და სხვა საჯარო ფიგურების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას:
“მე წაგიკითხავთ ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო და სასულიერო პირების გვარებს. გვითხარით თუ შეიძლება თქვენი აზრი მათ შესახებ.“– ასე ჩამოაყალიბა კითხვა IRI-მ.
ლურჯი ფერი ნიშნავს მოწონებას, მელნისფერი– უარყოფით დამოკიდებულებას, ცისფერი ნიშნავს იმას, რომ ამ პერსონის შესახებ გამოკითხულს არაფერი სმენია, ნაცრისფერი კი ნიშნავს პასუხს – არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.
კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ 2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში, ჩაატარა Baltic Surveys / The Gallup Organization– დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე რესპოდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2.5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.