ნახეთ რომელი ქვეყნებიდან როდის შედგება რეისები საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინი–თბილისის კიდევ ერთი რეისი დაემატა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბერლინი-თბილისის რეისი 3 აპრილს შესრულდება. პრემიერ მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისები დაინიშნა, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა, კონკრეტულად კი ათენიდან, ბერლინიდან და ვენიდან.  საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს  3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც კომპანია “Georgian Airways” შეასრულებს . განრიგის თანახმად, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია “LOT Polish Airlines”.

ფრენების განრიგი ასეთია:

 

28 მარტი – ვარშავა-თბილისი – „LOT Polish Airlines“ 31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – „Georgian Airways“

3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – „Georgian Airways“

3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – „LOT Polish Airlines“

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – „Georgian Airways“ (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი – „Georgian Airways“

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი

 

„Georgian Airways“  ავიარეისებზე ბილეთების გაიყიდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულებამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „Georgian Airways“ -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „LOT Polish Airlines“-ის ვებ გვერდზე.

ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.