ნახეთ სანქციების სრული სია, რომელსაც ბრიტანეთი რუსეთს უწესებს

ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა ახალი სანქციები ჩამოთვალა, რომელსაც რუსეთს ბრიტანეთი დაუწესებს:

  1. გაიყინება ყველა რუსული ბანკის აქტივები, რომლებიც ბრიტანეთის საფინანსო სისტემიდან გაირიცხება. ვითიბი ბანკის აქტივები დაუყოვნებლივ და სრულად დაიბლოკება.
  2. ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც რუსულ კომპანიებს და სახელმწიფოს დიდ ბრიტანეთში კრედიტების აღებას აუკრძალავს.
  3. გაიყინება 100–ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის აქტივები.
  4. აეროფლოტის თვითმრინავები ვეღარ შეძლებენ დიდ ბრიტანეთში დაფრენას
  5. რუსეთს აეკრძალება ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, ანუ იმ პროდუქტების ექსპორტი, რომლებიც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული.
  6. ბრიტანეთი სრულად შეწყვეტს რუსეთში მაღალტექნოლგიური საქონლის და საბურღი ტექნიკის ექსპორტს.
  7. შეიზღუდება ბრიტანულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები.
  8. ბრიტანეთი იმუშავებს მოკავშირეებთან, რათა რუსეთი საგადამხდელო სისტემა სვიფტიდან გარიცხონ, თუმცა ჯონსონის თქმით ეს ადვილი არ იქნება.
  9. მსგავს სანქციებს მიიღებენ ბელორუსის წინააღმდეგ.
  10. ბრიტანეთი აღდგომამდე შეიტანს ცვლილებებს კანონში ეკონომიკური დანაშაულის შესახებ.

“რუსი ოლიგარქები ვეღარსად დაიმალებიან “– თქვა პრემიერმა ჯონსონმა პარლამენტში  გამოსვლისას.

“ყოველმა რუსმა, რომელიც უკრაინელს მოკლავს, უნდა იცოდეს რომ ერთ დღეს შეიძლება გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის აგოს პასუხი.“– განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის ერთ–ერთმა წევრმა, რასაც დარბაზის მხარდამჭერი ოვაციები მოჰყვა.