“მადლობა, რომ მოხვედით. ძალიან მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. ბოლომდე, ისევ და ისევ.
მომივიდა ხმები, რომ დავწერო შეწყალება და გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა! ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე. მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი, მაპატიეთ ამ სიტყვაზე და მიფურთხებული ჩემგან.
არ ვიცი, რანაირად გადმოვცე, მაგრამ ქვეყანაში არის კორუფციის ისეთი ქსელები, ნემსი ვერ ჩავარდება და მე ვზივარ ციხეში.
არაფერი არ დამთავრებულა. ხალხი სცემეს, დაასახიჩრეს, ყველანაირი ურთიერთობა თუ წინსვლის საფუძველი წყალს გაატანეს. რთულია ამასთან ჭიდილი, როცა არაფერი გიჭირავს ხელში, რაც გაგიმაგრებს ზურგს, გარდა ხალხისა, რომელიც, როგორც მე, შიშველი ხელებით იბრძვის. სიბინძურე ტრიალებს ქვეყანაში.
დავამთავრებ მე ახლა. ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც.
მე თქვენი იმედი არ მაქვს [მოსამართლეს]. ისეთი მარაზმია, ტყუილი და აბსურდი მიმდინარე საქმეები სასამართლოში, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს. ჩემი იმედი მკვდარია.
მოსამართლე: რა იცით, რა გადაწყვეტილებას ვიღებ?
მათე დევიძე: არ მჯერა სამართლიანი გადაწყვეტილების.
მეგობრებო, ალბათ დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მიყვარხართ და დროებით”.
სააპელაციო სასამართლომ მათე დევიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მათე დევიძემ სასამართლო დარბაზი დატოვა.
განაჩენის გამოცხადებამდე მან სიტყვით მიმართა დამსწრეებს.














