ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა სანქციებს, რას ელოდება ზოგი სხვა ქვეყანა? – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამართულ ბრიფინგზე.
”ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?
ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა შეუძლებელია, დარჩე ნეიტრალური.”-განაცხადა ზელენსკიმ.