“ნებისმიერი განცხადება, რომელიც ხელისუფლების დანაწილებას ემსახურება, მიუღებელია “- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
“ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.