დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინის შექნის შემთხვევაში, ის მსოფლიოს მოსახლეობას ეყოფა.
“დიდი იმედი მაქვს, ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, აიცრას. ძალიან ბევრს ექნება სურვილი და ნეტავ მათ ეყოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე. ვაქცინა რომ იქნება, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ მალე დაამზადონ ვაქცინები. ნეტავ მას ეყოს ვაქცინა, ვისაც აცრის სურვილი ექნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.