ეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა, – ამ შესახებ ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
“30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა. გატაცებული 10 მეზღვაურიდან საქართველოს 9 მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა. ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია”,- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.