ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდიან. ამის შესახებ რუტემ ზელენსკის განუცხადა.
“ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა და მე გამოვთქვით მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის ახალი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით.
ნიდერლანდები უკრაინას უფრო მძიმე აღჭურვილობას გაუგზავნის, მათ შორის ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ დამატებითი მძიმე ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობას“, – დაწერა რუტემ Twitter-ზე.
?: In a call with @ZelenskyyUa the @DefensieMin and I expressed our support as Russia begins a renewed offensive. ?? will be sending heavier materiel to ??, including armoured vehicles. Along with allies, we are looking into supplying additional heavy materiel.
— Mark Rutte (@MinPres) April 19, 2022